პროექტი

1. პროექტის სახელწოდება: "ვამხილოთ ბულინგი"
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: სკოლის მოსწავლეებს შორის ბულინგის შესახებ ცნობიერების ამაღლება.
3. პროექტის აქტუალობა: ბულინგი და მისი თანამდევი ძალადობის ფაქტები ძალიან მომრავლდა საქართველოს სკოლებში, ზოგიერთი შემთხვევა ფატალური შედეგით სრულდება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეების ინფორმირება  ძალადობის ფორმებისა და ბულინგის შესახებ, ბულინგის ფაქტების შემცირება სკოლებში,მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გაზრდა ბულინგის თვითმხილველებში.
5. მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი
6. ვადები/ხანგრძლივობა: 3 თვე
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ამაღლებული ცნობიერება ბულინგის თემაზე, შეიქმნება პრეზენტაციები, სტატისტიკა სკოლებში ბულინგის შესახებ და მოსწავლეთა დამოკიდებულებაზე,  შეიქმნება პოსტერები და საჯაროდ გამოიფინება პოსტერები ბულინგის თემაზე, პროექტის მიმდინარეობის ამსახველი ბლოგი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, პროექტორი, ხმის გამაძლიერებლები, საკანცელარიო მასალა.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): 1. მოსწავლეები მოიძიებენ მასალას ბულინგის სხვადასხვა ფორმებზე; 2. შექმნიან ბლოგს პროექტისთვის; 3. შეადგენენ კითხვარს თემაზე: ყოფილან თუ არა ბულინგის მსხვერლი ან თვითმხილველნი; 4. ჩაატარებე კითხვარის საშუალებით ონლაინ გამოკითხვას ბლოგზე,  შეაგროვებენ სტატისტიკურ მონაცემებს და გამოაქვეყნებენ პროექტის ბლოგზე. 5. მოამზადებენ პრეზენტაციებს ბულინგის სხვადასხვა ფორმებზე; 6. მოიძიებენ მოკლე ვიდეოფილმებს ბულინგის თემაზე და მოაწყობენ ჩვენება-განხილვას; 7. მოიწვევენ ფსიქოლოგს, რომელიც ისაუბრებს ბულინგის მავნე გავლენაზე, მიზეზ-შედეგზე; 8. მოეწყობა დებატი რეზოლუციით: ბულინგის თვითმხილველმა უნდა ამხილოს ძალადობის ფაქტი. 9. მოსწავლეები მოამზადებენ პლაკატებს თემაზე "ვამხილოთ ბულინგი" და მოაწყობენ გამოფენას სკოლაში.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: სამოქალაქო განათლება, ისტ.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ეთერი პაიჭძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
13. პროექტის ვებგვერდი/ბლოგი:

პროექტის განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment